|
2021-04-17 11:33:03, 426 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. გამწვანების აქცია საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით გაიმართა. მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა ისტორიული ტაძრის ეზოს გამწვანების აქციაში მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის. აქციის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და აქციის სხვა მონაწილეებმა ტაძრის ეზოში აბელიას და კოწახურის ნერგები დარგეს. პროექტის ფარგლებში, ტაძრის ეზოში, ჯამურად, 30 სახეობის 700 ძირი დეკორატიული მცენარე დაირგვება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოს გამწვანების პროექტის შემუშავებაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)