|
2021-04-14 15:13:28, 491 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მსურველ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო იმ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს, რომლებსაც COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ჩართვა სურთ. როგორც სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე განმარტავს მოწმდება თუ რამდენად აკმაყოფილებს სტაციონარული დაწესებულება იმ პირობებს, რომლითაც მოსახლეობის უსაფრთხო ვაქცინაციაა შესაძლებელი. „რეგულირების სააგენტო სისტემატურად ამოწმებს იმ დაწესებულებებს სადაც ვაქცინაცია ტარდება, ამასთანავე მოგეხსენებათ რომ მუდმივად ხდება იმ დაწესებულებების რაოდენობის გაფართოება, რომლებიც ერთვებიან იმუნიზაციის პროცესში, სააგენტო კი ახდენს კონტროლს და მონიტორინგს იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და შესაბამის გარემოში წარიმართოს“, - განმარტავს ზაალ კაპანაძე. ამ ეტაპზე, „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩასატარებლად საქართველოს მასშტაბით პირობები შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის, 4 დაწესებულებას უარი ეთქვა „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარებაზე, ხოლო 10-მა დააკმაყოფილა შესაბამისი პირობები და მიეცა „ფაიზერი“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარების უფლება. რაც შეეხება „ასტრაზენეკა“-ს ვაქცინას, შემოწმდა 14 სამედიცინო დაწესებულება, უარი ეთქვა 2 სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო 12-მა სამედიცინო დაწესებულებამ, დააკმაყოფილა შესაბამისი პირობები და მიეცა „ასტრაზენეკა“-ს ვაქცინით იმუნიზაციის ჩატარების უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)