23:46 - 21 Jul, 2026
|
2021-04-13 12:34:11, 567 ნახვა
საზოგადოება
16 აპრილამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი, აღმოსავლეთში კი წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 აპრილის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 აპრილს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 16 აპრილამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13 აპრილს დასავლეთ საქართველოში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოში კი +12, +17 გრადუსი იქნება. მათივე ცნობით, 14-16 აპრილს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 13 აპრილს +14, +16, ხოლო 14-16 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)