23:47 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 15:21:23, 520 ნახვა

საზოგადოება
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - მსახიობი რეანიმაციაში რჩება

მსახიობი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

„კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა. ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ კახი კავსაძეს ნოემბერში კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მსახიობი კვლავ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს, სადაც ის უკვე ერთ თვეზე მეტია მკურნალობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics