|
2021-04-12 15:13:40, 626 ნახვა
საზოგადოება
„ენკა რინიუებლზი“ - მიწა, სადაც ამ დრომდე კარვები იყო განთავსებული, 2019 წლიდან „ნამახვანჰესის“ საკუთრებაა
კომპანია „ენკა რინიუებლზი“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „კომპანია ადასტურებს, რომ ლალი ეფრემიძის საკუთრებად წოდებული მიწა, სადაც ამ დრომდე განთავსებული იყო კარვები, არის ნამახვანჰესის პროექტის საკუთრება 2019 წლიდან“. „ენკა რინიუებლზ“ ეხმაურება აღნიშნული მიწის ირგვლივ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე (დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ჩვენებით), რომელიც ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მიუხედავად საკუთრებისა, „ენკამ“ საჭიროდ ჩათვალა მაინც გადაეხადა მისთვის კომპენსაცია. 2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია – კერძოდ, 70,171 ლარი (იხ. დანართი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რუკა და გადახდის ქვითარი). ამ ხნის განმავლობაში, კომპანია თავს იკავებდა აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და ასევე ამ თემაზე სპეკულაციის დასრულების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მოსახლეებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)