|
2021-04-03 13:24:26, 584 ნახვა
საზოგადოება
თემაზე - „დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმები დამსაქმებლებთან“ შეხვედრა გაიმართა
თემაზე „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლობის მექანიზმები დამსაქმებლებთან“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან“ აცნობეს, ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ESCape - დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ ფარგლებში განხორციელდა. სააგენტოს ცნობით, შეხვედრის მიზანი საქართველოში სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სააგენტოსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობის შეფასება და სამომავლო მექანიზმების შემუშავება იყო. „ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გახსნა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი იურატე იოდსნუკაიტე, სხვადასხვა სექტორის ბიზნეს ასოციაციები, ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES), დემოკრატიის განვითარების სააგენტოს (DDA) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლები. EU-ESCape - დასაქმება, ხელშეწყობა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად პროექტის კოორდინატორმა მარიამ იობიძემ პროექტის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე საზოგადოებას და პროექტის მიზნები და ამოცანები გააცნო. პროექტის მიზანია დასაქმების და შრომისუნარიანობის ხელშეწყობა - უმუშევრებისა და სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების სერვისების გაუმჯობესება, ასევე მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტის მოქმედების არეალი ვრცელდება თბილისსა და საქართველოს 6 რეგიონში (აჭარა; იმერეთი; კახეთი; ქვემო-ქართლი; სამეგრელო და შიდა-ქართლი). თავის მხრივ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა, თუ რა პროგრამებს და სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დამსაქმებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავე დროს ხაზი გაესვა სააგენტოს სერვისებს დამსაქმებლებისთვის, მათ შორის ახალ სერვისმოდელს რომელსაც სახელმწიფო კერძო კომპანიებს (დამსაქმებელს) სთავაზობს. შეხვედრის მეორე ნაწილში, სააგენტოს დირექტორმა მოწვეულ სტუმრებს გააცნო სააგენტოს საკონსულტაციო კოლეგიური ორგანოს, მრჩეველთა საბჭოს კონცეფცია, რომლის საქმიანობის მიზანი დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერა და კონსულტირება იქნება დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების მიზნით. მრჩეველთა საბჭო შექმნის საერთო პლატფორმას, რომელიც სააგენტოს მთავარ პარტნიორებს საშუალებას მისცემს ჩართული იყვნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო ღონისძიებების გაუჯობესებასა და განვითარებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)