05:59 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-03 12:01:17, 579 ნახვა

საზოგადოება
გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გაშენებულ ბაღსა და ბოსტანში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში სასოფლო-სამეურნეო პროექტის საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. მსჯავრდებულებმა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ბაღის ნაკვეთის დამუშავება დაიწყეს - წელს, მსჯავრდებულები  ლობიოს, წითელ ბულგარულ წიწაკას, პომიდორ ჩერის, ბრიუსელის კომბოსტოს, პრასს, ნიახურს, ქინძს, ოხრახუშს, გოგრასა და საზამთროს მოიყვანენ.

როგორც ცნობილია, 2019 წელს თეა წულუკიანის ინიციატივით დაწესებულების ეზოში  ჟოლოს ბაღი და ბოსტანი გაშენდა.

მას შემდეგ მსჯავრდებულები  სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებული, დაწესებულების ტერიტორიაზე ნაკვეთს ამუშავებენ და სხვადასხვა კულტურა მოჰყავთ. პროდუქციის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულების შემოსავალს წარმოადგენს და პირად ანგარიშზე ერიცხებათ.  პროექტის ფარგლებში, მოსავლის რეალიზაცია რამდენიმე ობიექტში ხდება.

მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის.

პროექტს 2020 წლიდან მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ახორციელებს.

პროგრამის მხარდამჭერები არიან საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics