07:14 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 15:19:31, 1175 ნახვა

საზოგადოება
საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსი ონლაინ გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 12-16 აპრილს საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო ონლაინ კურსს გამართავს.

სწავლებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 7 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.

საქმისწარმოებისა და საარქივო  საქმის სასწავლო კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც საშუალება ექნება, გაეცნოს ამ დარგის საკანონმდებლო ბაზას, შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. 

კურსის თემატიკაა: დოკუმენტების შედგენა; დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და მართვა; ელექტრონული დოკუმენტი და ელექტრონული დოკუმენტბრუნვა; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტების შენახვის ვადები; დოკუმენტების შემფასებელი  ექსპერტიზა; საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება; დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზაცია და სხვ.  

კურსის ხანგრძილობაა 10 აკადემიური საათი. კურსის ღირებულებაა 150 ლარი. 

სასწავლო კურსებზე რეგიტრაციის პირობები და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/erovnuli-arkivi-atskhadebs-mighebas-sakmistsarmoebisa-da-saarkivo-sakmis-sastsavlo-kursze.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics