09:39 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 14:11:03, 623 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის მიერ დაბრუნებულ ე.წ. სამგორის პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ,ე.წ. სამგორის პარკისტერიტორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდებადა დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას პარკის რეაბილიტაციის პროექტის დროულად მომზადება და სამუშაოების უმოკლეს ვადაში დაწყება დაავალა.

„იცით, ჩვენი დამოკიდებულება ეკოლოგიური სივრცეების მიმართ, თუ რამდენად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ამ მიმართულებით, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით და არც უნდა გავჩერდეთ. ჯერ კიდევ არაერთი სივრცეა ქალაქში, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება, განახლება, რეაბილიტაცია. რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ სამგორის რაიონში,ვარკეთილის ხევში პარკის განახლების სამუშაოები და წლის ბოლოსთვის მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე. ახლა კი მე მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ,ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება. ეს პარკი გაუბედურებულ მდგომარეობაშია. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და არსებული მდგომარეობა არაა სახარბიელო. ამიტომ, მინდა ანდრია ბასილაიას დავავალო, ძალიან სწრაფად დავიწყოთ პროექტის მომზადება. ეს სივრცე 3 ჰა ფართობზეა გადაჭიმული. პროექტი ძალიან მაღალი სტანდარტებით უნდა მომზადდეს. პროექტის შემდეგ, უშუალოდ სამუშაოებზე გადავალთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ე.წ.სამგორის პარკის ტერიტორია წლების განმავლობაში, იჯარით იყო გაცემული, დედაქალაქის მერიამ კი აღნიშნული ტერიტორია პარკის რეაბილიტაციის მიზნით დაიბრუნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics