10:59 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-23 13:11:27, 497 ნახვა

საზოგადოება
გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრებიან, 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების საშვიც ექნებათ

გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველო-ესპანეთის ფეხბურთის მატჩს დაესწრებიან, 21:00 საათის სემდეგ გადაადგილების საშვი ექნებათ.

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, აღნიშნულ მატჩე მაყურებელთა 30% იქნებ დაშვებული.

„ფეხბურთის მატჩი დაგეგილია 20:00 საათზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით, ბილეთების გაყიდვისას ავტომატურად მფლობელს მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ. დეტალური ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით განთავსებული იქნება შესაბამისი ფედერაციებისა და tiket.ge-ის გვერდზე. ბილეთების გაყიდვა მოხდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. მიმდინარეობს მცირედი ტექნიკური სამუშაოები და უახლოეს პერიოდში უკვე ფედერაციის გადაწყვეტილებით, დაიწყება ბილეთების გაყიდვა, რომ გულშემატკივარმა შეძლოს აღნიშნულ მატჩებზე დასწრება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics