|
2021-03-19 16:40:35, 676 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში იმუნიზაციის გაგრძელების გარდა, სხვა ალტერნატივა არ არის
სხვა ალტერნატივა, რომ ქვეყანაში იმუნიზაცია არ გაგრძელდეს, არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კოვიდის დასრულება იმუნიზაციის პროცესის 70%-მდე ასვლის გარეშე ვერ მოხდება. „სანამ იმუნიზაციის პროცესი არ გაჯერდება და არ ჩამოყალიბდება 60-70%-იანი ფენა, მანამდე კოვიდის დასრულება ვერ იქნება. გუშინ ძალიან რთული იყო მსჯელობა საბჭოზე, შეჩერდეს თუ გაგრძელდეს იმუნიზაცია. შეჩერება ყოველთვის ადვილია, მაგრამ მერე რას ვეუბნებით იმ ადამიანებს? მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალიან მძიმეა ყველასთვის, განსაკუთრებით მეგის ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რომ ქვეყანაში იმუნიზაცია არ გაგრძელდეს, არ არის, ის უნდა გაგრძელდეს. მინდა გთხოვოთ, რომ ფართოდ ჩაერთოთ ამ კამპანიაში, როგორც გუშინ მეგიმ მოუწოდა ხალხს, რომ ჩართულიყვნენ კამპანიაში და მეტი აცრილიყო. რაც მეტი აიცრება ქვეყანაში, მით უფრო დაზღვეული იქნება საზოგადოებას, რომ ახალი ფატალური შედეგები არ გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)