|
2021-03-18 14:03:33, 495 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა და ვერ იხსნება ეკონომიკა, ახლა კი, არავინ ჩქარობს გაკეთებას
ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა და ამიტომ ვერ იხსნება ეკონომიკა, ახლა ვაქცინა გვაქვს და არავინ ჩქარობს მის გაკეთებას, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი აქტივობა ცალკეული პირებისა და ტელევიზიების ანტივაქსერულმა კამპანიამ გამოიწვია. „რატომ არის ასეთი დაბალი აქტივობა ვაქცინაციაზე? იმიტომ, რომ თავიდან იყო საყვედურები იმაზე, რომ ვერ შემოგვაქვს ვაქცინა. როგორც კი შემოვიტანეთ, არ მინდა ცალკეული პირები და ტელევიზიები დავასახელო, ვინც გააჩაღა აქტიური ანტივაქსერული კამპანია, რომ ეს არის ცუდი ვაქცინა, ქართველ ადამიანებზე მთავრობა ატარებს ექსპერიმენტებს, არ გაიკეთოთ ეს ვაქცინა, მას აქვს უამრავი გვერდითი მოვლენები, შეიძლება გამოიწვიოს სასიკვდილო შემთხვევები, 13-მა ქვეყანამ შეაჩერა მისი გამოყენება და საქართველომ მაშინ დაიწყო, როცა სხვებმა შეაჩერეს და ა.შ. ეს იყო აღვირახსნილი საკუთარი ქვეყნის სიძულვილით გაჟღენთილი და ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ყოვლად უსაფუძვლო კამპანია. სამწუხაროდ ამ კამპანიამ იმოქმედა. ამას დაემატა იმ ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექიმების და ვაი ექსპერტების გამონათქვამები, რომ მე არ გავიკეთებ ვაქცინას და მოგიწოდებთ, თქვენც არ გაიკეთოთ. ყველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ დღეს გვაქვს დაბალი აქტივობა. პარადოქსია, ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ არ არის ვაქცინა და ამიტომ ვერ იხსნება ეკონომიკა, ახლა ვაქცინა გვაქვს და არავინ ჩქარობს მის გაკეთებას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)