|
2021-03-18 12:54:25, 451 ნახვა
საზოგადოება
საკმაოდ მძიმე საუბარი იყო, პროკურატურის განზრახვაა, დაადგინოს წყარო - TV პირველის საქმეზე ნოდარ მელაძე გამოიკითხა
ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელების საქმეზე, ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. როგორც ნოდარ მელაძემ დაკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის განზრახვა ერთადერთია, რომ დაადგინოს ინფორმაციის წყარო. მისივე თქმით, პროკურატურას ტელეკომპანია ჩანაწერებს იმ შემთხვევაში გადასცემს, თუ ისინი დაიწყებენ გამოძიებას სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ფარულ აუდიოჩანაწერებში ფიგურირებენ. „პროკურატურის განზრახვა არის ერთადერთი, რომ გაარკვიონ, ვინ არის წყარო. საკმაოდ მძიმე საუბარი იყო გამოკითხვის დროს. კითხვები ეხებოდა საიდან, რა ფორმით, რომელ დღეს, რომელი მატარებლით, ვისგან - მხოლოდ ამის გარშემო ტრიალებდნენ, რომ როგორმე დაადგინონ წყარო. მე პირდაპირ ვუთხარი პროკურატურას, რომლებიც წარმოდგენლები იყვნენ პროცესზე, რომ როგორც კი დავინახავთ განზრახვას, რომ ისინი გადააკვალიფიცირებენ მუხლს და დაიწყებენ გამოძიებას სავარაუდო დანაშაულებებთან დაკავშირებით, იმ ძალადობებზე, რომლებიც იქ იყო, რომლის ფიგურანტებიც არიან ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხსენიებული პირები, ჩვენ გადავცემთ მათ ჩანაწერებს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის ჩვენთან რედაქციაში და არა იმ ფორმით, რასაც ისინი ითხოვდნენ“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)