|
2021-03-18 12:29:53, 448 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ე.წ კომენდატის საათის მოხსნა დღის წესრიგში დგას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვის, ე.წ კომენდატის საათის მოხსნა დღის წესრიგში დგას. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში ჩამოდიან ტურისტები, რომელთაც სურთ ქვეყანაში მეტი დროის გატარება, შესაბამისად, მთავრობა ე.წ კომენდატის საათის მოხსნის საკითზე იმსჯელებს. „ძალიან მიხარია, რომ უკვე პრობლემა არა ის არის, რომ ჩამოვლენ თუ არა ტურისტები, არამედ ყველას ერთობლივი ძალისხმევით ტურისტები უკვე ჩამოდიან და მათ უნდათ, რომ მეტი დრო გაატარონ თბილისის სხვადასხვა დაწესებულებებში, ჩვენ ეს კარგად გვესმით, ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, უბრალოდ ეს არის ერთ-ერთი, შეზღუდვებს შორის, რაც დარჩა, მაგრამ ჩვენ გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ, მაგრამ დგას დღის წესრიგში და მივუბრუნდებით ამ საკითხს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)