13:33 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 10:31:38, 713 ნახვა

საზოგადოება
ამის შეჩერება შეუძლებელია - თბილისში მეწყერი მოწყდა, ადგილზე მეცნიერები მუშაობენ

თბილისში ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, რომელიც გადაკეტილია, ამ წუთებში სეისმოლოგები უნდა შევიდნენ.  წუხელ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს რომ ტერიტორია დამეწყრილია.

მოწყვეტილია ერთი ხევის დიდი ტერიტორია. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე რომელიც ამ წუთებშიც ადგილზე იმყოფება ამბობს, რომ დაწყებული მეწყრული პროცესის შეჩერება შეუძლებელია.  მისი თქმით, არ არსებობს რაიმე ხერხი, რომელიც მეწყერის განვითარების სისწრაფეს შეაჩერებს. 

მეცნიერი აღნიშნავს, რომ მეწყერის მოწყვეტის შესახებ, ინფორმაცია უფრო ადრე იყო ცნობილი რადგან ადგილზე დასმულია ე.წ კოლები. 

16 მარტს, თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ  "მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა".


 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics