13:33 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 10:26:06, 381 ნახვა

საზოგადოება
„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევა გააცნო და პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძედა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ესწრებოდნენ.

„იმერეთის აგროზონის” პროექტის განხორციელებით, ჩვენ შევქმნით ქვეყანაში უნიკალურ მოდელს, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქცია  წარმოებული იქნება ერთიანი კლასტერის ფარგლებში“, -განაცხადა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

იმერეთის მხარის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებლობას მისცემს მეწარმეებსა და ფერმერებს გაიზიარონ ევროპული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წარმოების პროცესში გამოიყენებენ.

შპს „იმერეთის აგროზონა“ (IAZ) ინტერესთა გამოხატვით (EOI) დაინტერესებული პირების წინადადებებს 2021 წლის  პირველი მარტიდან  30 აპრილამდე მიიღებს.

220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი საერთაშორისო და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს მაღალი, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვა დამხმარე საქმიანობების მიმართულებებით.

იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის, 220 ჰა მიწის ფართობი საქართველოს მთავრობამ წყალტუბო სადა ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო.

სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში დაიწყო.„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის კონსულტანტია საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შერჩეული ქართულ-ნიდერლანდური საკონსულტაციო კონსორციუმი „GeoHolding”& KSH Consortium.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics