|
2021-03-17 15:08:27, 355 ნახვა
საზოგადოება
კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების გამო დახურული ბაღებიდან ოთხში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია
კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევების გამო დახურული ბაღებიდან ოთხში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თითოეულ ბაღში მაქსიმალურად ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. „თქვენ იცით, რომ სწავლა პირველ მარტს განახლდა. როდესაც პირველად ჩატარდა პერსონალის ტესტირება, სანამ ბაღები გაიხსნებოდა, 8 ბაღის პერსონალს დაუდასტურდა კოვიდი, შესაბამისად, ეს ბაღები არ გაიხსნა. ამის შემდეგ, ტესტირების პროცესში კიდევ 46 ბაგა-ბაღში დადასტურდა ვირუსი, როგორც პერსონალის, ისე ბავშვების შემთხვევაში, შესაბამისად, დაიხურა ეს ბაღებიც. ამ ეტაპზე, უკვე 4 ბაღში განახლებულია სააღმზრდელო პროცესი. გრძელდება ტესტირება და ეტაპობრივად ხდება ბაღების გახსნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვაკონტროლებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვას და ტარდება ყველა ის ღონისძიება, რაც აუცილებელია აღსაზრდელების და პერსონალის ჯანმრთელობის დასაცავად“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)