02:46 - 25 Jul, 2026
|
2021-03-13 11:54:37, 470 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - სრულად პროპორციული სისტემა ერთპარტიული მმართველობისა და გიჟური პოლარიზაციის წამალია
„სრულად პროპორციული ბარიერის გარეშე საარჩევნო სისტემა ერთპარტიული მმართველობისა და გიჟური პოლარიზაციის წამალია“, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ის აღნიშნავს, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს და პოლიტიკური კრიზისი და დაძაბულობა უნდა განიმუხტოს. „ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შეიძლება განიმუხტოს მხოლოდ ხელახალი არჩევნებით. პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გარეთ. ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული ბარიერის გარეშე სისტემით, რაც არის წამალი ერთპარტიული მმართველობის, ისევე როგორც გიჟური პოლარიზაციის, რომელმაც დააქცია ქვეყანა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)