02:46 - 25 Jul, 2026
|
2021-03-12 17:54:50, 601 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსია არ ყოფილა
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსია არ ყოფილა. მანვე აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა და რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. „კახა კალაძე ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერია და მას აქვს საზოგადოების ნდობა, რაც მნიშვნელოვანია მომავალი პოლიტიკისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დაპირებებს შევასრულებთ, მათ შორის დედაქალაქთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენ უკვე გვქონდა ერთი სამუშაო შეხვედრა, თუმცა კანდიდატებზე რაიმე კონკრეტული დისკუსია არ ყოფილა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)