|
2021-03-12 15:17:50, 491 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძესა და კახა კუჭავას ხვდება
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრას მართავენ. ხელისუფლებიდან აღნიშნულ შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პირველი ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა ესწრებიან. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, კრისტიან დანიელსონი სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა, მანამდე კი, 13:00 საათზე მედიის წარმომადგელებს. ამასთანავე, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, რომელიც ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა. კრისტიან დანიელსონს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)