|
2021-03-12 13:43:17, 410 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი - საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ეს ის საკითხებია, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ
ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა. „ჩვენ ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშავოთ ამ დღეების განმავლობაში, სრული ჩართულობით, რომ ამ მედიაციამ ნაყოფი გამოიღოს. ჩემთვის მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ არის მოსმენა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და შემდეგ უკვე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს", - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა. მისი თქმით, შეხვედრების ფარგლებში განიხილება პოლიტიზირებული მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმის საკითხი. „მართლმსაჯულების რეფორმა, ისევე როგორც საარჩევნო რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ეს ის საკითხებია, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რომელიც არის განსჯის საკითხი და ზუსტად ამაზე ვიმსჯელებთ და მზად ვართ, რომ ამ საკითხებზე ვიმუშავოთ ამ დღებში“, - დასძინა მან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)