|
2021-03-12 12:25:13, 508 ნახვა
პოლიტიკა
ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებში არჩილ თალაკვაძე, კახა კუჭავა და ირაკლი კობახიძე ჩაერთვებიან
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პირველი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და „ქართლი ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჩაერთვებიან. „მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდოარე, ასევე ვიცე-სსპიკერი ბატონი კახა კუჭავა, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გასამართ დიალოგში ფასილიტატორის როლს შეასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)