|
2021-03-11 23:11:10, 378 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ნებისმიერ მედიასაშუალებას, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი პრობლემა არ შეექმნება
ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისფლების პირობებში არცერთ ქართულ მედიას პრობლემები არ შეექმნება. "მინდა გითხრათ მთელი პასუხისმგებლობით, გარანტირებულად, მთელი გუნდის სახელით საქართევლოში არა მხოლოდ ტვ პირველს, არამედ ნებისმიერ მედიასაშუალებას, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასდროს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. ამას შემთხვევით არ ვამბობ, ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით".- ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს, რომ "მოგონილია, თითქოს პროკურატურა TV პირველში შეჭრას აპირებს". "არავინ არსად შესვლას არ აპირებს! თხოვნა გვაქვს, ნუ მოვიგონებთ პრობლემებს და შემდეგ ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრზადებით. ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არათუ საპანიკო, არამედ გასანერვიულებელიც კი არაფერია". - ამბობს მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)