|
2021-03-11 13:31:22, 420 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - სახელმწიფო მანქანა მხოლოდ ივანიშვილისა და მისი ოჯახის ღირსების დაცვისთვისაა მოწოდებული
სახელმწიფო მანქანა მხოლოდ ივანიშვილისა და მისი ოჯახის ღირსების დაცვისთვისაა მოწოდებული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიამ ისაუბრა სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის „ტვ. პირველიდან“ ჩანაწერების შესახებ მასალის ამოღების უფლების მიცემაზე და აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი სამართლებრივად გაუმართლებელია. „არც ერთ სხვა ვითარებაში სხვა ნაბიჯი არ გადადგმულა და საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ მოქმედებს სამართლებრივი მანქანა სასამართლოს ჩათვლით. ის არის მოწოდებული მხოლოდ ივანიშვილი ღირსების დასაცავად. ფილმი იყო ერთი, „პრინცის ოჯახის ღირსება“ ორგანიზებული დანაშაულის, მაფიოზური ოჯახის ღირსებას იცავდა და მთელი ჩვენი სახელმწიფო მანქანა ახლა არის მოწოდებული მხოლოდ ამ „ღირების“ დასაცავად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)