01:42 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 13:04:24, 498 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ევროპელი მედიატორი კონკრეტული მონახაზებით ჩამოვა, რომელიც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება

მედიატორი რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ მედიატორის მხრიდან „ქართული ოცნების“ პოზიციები არ გადაიხედება, შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება.

„მედიაციის პროცესი ერთ საათში ვერ დასრულდება. მედიატორი, ჩემი ინფორმაციით, რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება. თუმცა, მას არ შეუძლია მხარეებს შორის გამოვლენილი პოლიტიკური ნების გარეშე რაიმე წარმატებას მიაღწიოს.

ამიტომ, თუ არ გადაიხედება „ქართული ოცნების“ პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვინდა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ამ შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics