|
2021-03-10 17:28:22, 550 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია ბერა ივანიშვილს - თუ „ქუჩურ“ და „ქართულ გაგებას“ აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე
„თუ „ქუჩურ“ და „ქართულ გაგებას“ აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს. როგორც ის აღნიშნავს, ბერა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში, ფაქტობრივად, დანაშაული აღიარა. „ეს განცხადება არის არამარტო აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარა მთელი საზოგადოების მიმართ, მათი ვინც რაღაც არაკორექტულად დაწერა სოციალურ ქსელში, რაც ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ცნობილი ფიგურა ხარ, გინდ პოლიტიკაში, გინდ კულტურაში, ეს ამ ცხოვრების ნაწილია. როდესაც ასე იმუქრები, ეს არის განაცხადი ავტორიტარული სახელმწიფოს. ამიტომ გვახსენდება კადიროვი. ბუნებრივია, იქ უფრო სასტიკი მეთოდებით ხდება ეს ყველაფერი. რაც შეეხება ძალიან იაფფასიან „ქუჩურ“ თუ „ქართულ გაგებას“, რომ არ ვაპატიებ, თუ მაგ არასწორ გაგებას აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)