|
2021-03-07 15:53:10, 705 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - ადამიანები ჩანაწერებზე აღშფოთდნენ, თუმცა პატიმრების წამებაზე გასამართლებულ ადამიანებთან ერთად ყოფნა არ აწუხებთ
„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას ეხმაურება და წერს, რომ ჩანაწერებზე აღშფოთდნენ, მაგრამ გირგვლიანის მკვლელობაზე, პატიმრების წამებაზე და სხვა საქმეებზე გასამართლებულ ადამიანებთან ერთად არიან. მისივე თქმით, რაშიც ყოველთვის ყველაზე მეტად იყვნენ დახელოვნებული, ისევ იმ გზას დაადგნენ - ფარული ჩანაწერები, ფაბრიკაცია და სიცრუის ტირაჟირება. „ოპოზიცია რომ პარლმენტში არშესვლით ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, ეს დეფინიცია საერთაშორისო ანგარიშებშიც მოხვდა. ამის შემდეგ: დასავლელი პარტნიორების ჩართულობით შეთანხმების კონტურები აშკარად გამოიკვეთა; ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აქამდე ნაციონალური მოძრაობის მართვის ქვეშ იყვნენ, ალაპარაკდნენ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობაზე; შარლ მიშელის ვიზიტის დროს კიდევ უფრო გამოიკვეთა ოფიციალური თბილისისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირდაპირი მხარდაჭერა; ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) ანგარიშმა საბოლოოდ წერტილი დაუსვა არჩევნების გაყალბებაზე საუბარს. ცხადია, ამ გარემოებებმა ძალიან შეაშინა ნაციონალური მოძრაობა, მათი ერთადერთი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი და რუსეთის ფედერაცია. ამიტომ, რაშიც ყოველთვის ყველაზე მეტად იყვნენ დახელოვნებული, ისევ იმ გზას დაადგნენ - ფარული ჩანაწერები, ფაბრიკაცია და სიცრუის ტირაჟირება. შედეგად, მათ მიერ კონტროლირებადი პარტიები ისევ ნაცების მესიჯბოქსზე გადაეწყნენ და ეს იქნება, ერთადერთი შედეგი, რასაც ამ სიბინძურით მიაღწევენ. იმ ადამიანების მორალური სახე კი, ვინც ვირტუალურ ჩანაწერებზე აღშფოთდნენ, მაგრამ გირგვლიანის მკვლელობაზე, პატიმრების წამებაზე და სტრასბურგის სასამართლოს მიერ სხვა უამრავ უმძიმეს საქმეზე გასამართლებულ ადამიანებთან ერთად ყოფნა ახარებთ, ცალკე საკითხია“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)