|
2021-03-06 15:17:37, 818 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ეუთო/ოდირის დასკვნა ბეჭედია იმ სიმართლის დასამტკიცებლად, რომელიც რთული გასატანი გახდა
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაე ეუთო/ოდირის მიერ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნთა დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ანგარიში არის ბეჭედი იმ სიმართლის დასადასტურებლად, რა სიმართლეც ამ ხნის განმავლობაში, რთული გასატანი იყო. მისივე თქმით, ოპოზიციას ჰქონდა დასკვნის ამგვარი მოლოდინი და ამიტომ უძღოდა წინ მათი სპექტაკლები. „დღეს საბოლოოდ დაესვა წერტილი და საბოლოოდ დადასტურდა ის სიმართლე, რასაც თავისუფალ გარემოში, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები ერქვა, ეს არჩევნები საქართველოში შედგა, რომლის შესახებ უამრავი სხვადასხვა სპეკულაცია მოვისმინეთ. სწორედ იმიტომ, რომ რეალური იყო მოლოდინი ეუთო/ოდირისგან ასეთი დასვკნის, ამ ყველაფერს უძღვოდა წინ ის სპექტაკლები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენმა ოპოზიციამ ამ ქვეყანაში დადგა და ქვეყანას მიაყენა ზიანი. ეუთო/ოდირის დასკვნა არის ბეჭედი იმ სიმართლის დასამტკიცებლად და დასადასტურებლად, რა სიმართლეც მთელი ამ ხნის განმავლობაში, ცოტა არ იყოს რთული გასატანი გახდა, მაგრამ საბოლოოდ საზოგადოებამ ყველაფერი ნათლად დაინახა. სამწუხაროა დანარჩენი ყველაფერი, სამწუხაროა როდესაც სიმართლის წინააღმდეგ იბრძვიან კონკრეტული ადამიანები, თუ პოლიტიკური სუბიექტები. დღევანდელმა ეუთო/ოდირის დასვკნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში 2020 წელს შედგ კონკურენტული, ძირითადი თავისუფლების დაცვით არჩევნები, რომელშიც, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყნისთვის წარმატებული არჩევნების შემთხვევაში, აქაც იყო ხარვეზები და გამოვთქვამთ ყოველთვის მზადობას, რომ საარჩევნო რეფორმა, ყველა წესის დაცვით, შეთანხმებით მხარეებს შორის ჩატარდეს ისე, რომ ყოველი შემდეგი არჩევნები იყოს წინაზე უკეთესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)