22:22 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 16:05:47, 540 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია ხვალ, 13:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავისკენ ავტომობილებით მსვლელობას გამართავს

ოპოზიცია ხვალ, 13:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავისკენ ავტომობილებით მსვლელობას გამართავს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად იმოქმედოს მათ შორის აქციების ნაწილში. გუშინ განვიხილეთ, რომ მოხდეს აქციების ფორმის მოდიფიკაცია იმისთვის რომ ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები საბაბად მოლაპარაკების ჩაშლის. ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან პიკეტის ფორმით შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე და წავა რუსთავისკენ. 13 მარტის აქცია გადავდეთ 20 მარტისთვის. მცირე საპროტესტო ღონისძიებების, რომლებიც დაგეგმილი იყო სასამართლოსა და პოლიციასთან, მოდიფიკაციას განვიხილავთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics