|
2021-03-02 18:03:14, 481 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერმომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით. კანონის მიზანია, გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონისშესაბამისად, თუ, საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მნიშვნელოვანი ზიანიმიადგება, საწარმო ვალდებული იქნებაგანახორციელოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები. ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები, პირველ რიგში, მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობამდეაღდგენაზე. ყველა საჭირო ღონისძიება გაიწერება გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში, რომელიც კომპანიისთვისსახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. საწარმოები, საქმიანობის დაწყებამდე მოახდენენ ფინანსური გარანტიების/რესურსების მობილიზებას, რათა საქმიანობის შედეგად გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიმართული იქნება სპეციალურად შექმნილ „გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში“. მსგავსი ტიპის ფონდები უკვე არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველო არის პირველი ქვეყანა,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ასეთ ფონდსქმნის. აღნიშნულ ფონდში აკუმულირებული თანხებიმოხმარდება ქვეყნის მასშტაბით, დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში შევა მიმდინარე წელს, ხოლო, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის გარკვეული ნაწილი 2022 წლის 1 ივლისს. საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერმომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით. კანონის მიზანია, გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონისშესაბამისად, თუ, საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მნიშვნელოვანი ზიანიმიადგება, საწარმო ვალდებული იქნებაგანახორციელოს ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები. ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები, პირველ რიგში, მიმართული იქნება დაზიანებული გარემოს პირვანდელ ან მასთან მიახლოებულ მდგომარეობამდეაღდგენაზე. ყველა საჭირო ღონისძიება გაიწერება გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში, რომელიც კომპანიისთვისსახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. საწარმოები, საქმიანობის დაწყებამდე მოახდენენ ფინანსური გარანტიების/რესურსების მობილიზებას, რათა საქმიანობის შედეგად გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში, მათ ჰქონდეთ სათანადო თანხები გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოკლე ვადაში აღმოსაფხვრელად. ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიმართული იქნება სპეციალურად შექმნილ „გარემოსდაცვითი ზიანის ფონდში“. მსგავსი ტიპის ფონდები უკვე არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველო არის პირველი ქვეყანა,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც ასეთ ფონდსქმნის. აღნიშნულ ფონდში აკუმულირებული თანხებიმოხმარდება ქვეყნის მასშტაბით, დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილი, მათ შორის, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში შევა მიმდინარე წელს, ხოლო, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის გარკვეული ნაწილი 2022 წლის 1 ივლისს.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)