|
2021-03-02 16:54:47, 488 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი: შევცვლით აქციების ფორმატს, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრის საბაბი არ მივცეთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ დღევანდელ შეხვედრაზე აქციების ფორმის შეცვლაზე იმსჯელა. მისი თქმით, დაცული იქნება ყველა ნიუანსი, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს საბაბი, რომ მოლაპარაკებების ჩაშლაზე ისაუბროს. მანვე დასძინა, რომ დღევანდელი აქცია პარლამენტთან იყო მშვიდობიანი, თუმცა მთავრობის მეთაურისგან გაჟღერდა ბრალდებები რადიკალიზმე. „დღევანდელი აქცია იყო მშვიდობიანი და ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაანონსებული, რომ არანაირი ბლოკირება არ იქნებოდა, ვიდგებოდით პარლამენტის შესასვლელებთან. აქცია სკანდირებას ყოველთვის გულისხმობს, ჩუმი აქციები არ დაგვიანონსებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვისმინეთ მთავრობის მეთაურისგან რაღაც ბრალდებები რადიკალიზმზე და ა.შ. ხელისუფლებას კიდევ რომ არ მივცეთ დამატებითი საბაბი ამ პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ არის შანსი, რომ რაღაც მოლაპარაკებები შედგეს, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ აქციების ფორმის შეცვლაზე, მაქსიმალურად დაცული იყოს ყველა ის ნიუანსი, რომ ზედმეტი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, კიდევ რაღაც მოლაპარაკების ჩაშლაზე რომ იყოს საუბარი. ეს აქციები ისედაც დაანონსებული იყო როგორც მშვიდობიანი, მაგრამ კიდევ უფრო ისეთ ფორმას მივცემთ, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას ზედმეტ საბაბს სალაპარაკოდ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)