21:20 - 22 Jul, 2026
|
2021-03-02 09:39:38, 538 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი, ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო. ადგილზე სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა აქტივისტებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც გარკვეულ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდეს. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები დღეს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ. ისინი ხელისუფლებისგან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)