|
2021-03-01 18:31:37, 758 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი - შეიძლება, ყველაფერი დღესვე ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო დიალოგისთვის
შეიძლება, დღესვე ვერ მოვაგვაროთ ყველაფერი, მაგრამ შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შარლ მიშელი იმედოვნებს, რომ დღევანდელი საღამო იქნება შანსი, რათა მხარეებმა წინსვლას მიაღწიონ. „ჩემი განზრახვა არც ყოფილა და არც არის, რომ ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარო ერთი დღე და შემდეგ დავბრუნდე ბრიუსელში და მიხაროდეს ეს შედეგები. ჩემი მთავარი მიზანი ის არის, რომ სერიოზულად ვუყურებთ ამ მდგომარეობას. ამ პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივას და კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია არის მნიშვნელოვანი სხვადასხვა გამოწვევის დასაძლევად. ეს არის საქართველოსთვის, ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. მე პრემიერ-მინისტრს ავუხსენი, რომ მზად ვარ, ჩვენი გუნდი მზად არის, რომ დარჩეს ერთგული, ჩაერთოს სხვა პარტნიორებთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ პროცესში და ეს შეხვედრა ორ კვირაში ბრიუსელში შეიძლება, საინტერესო მომენტიც იყოს. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს გვექნება შანსი, მივაღწიოთ წინსვლას. შეიძლება, ყველაფერი დღესვე ვერ მოვაგვაროთ და ვერ გადავჭრათ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩოს სისტემა დიალოგისთვის და იქნება განხილვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)