21:20 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 14:52:44, 390 ნახვა

საზოგადოება
თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე N101 საბავშვო ბაღი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა, კახაბერ გვანცელაძემ რაიონის გამგებელთან და საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ საჭირო ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს - ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დაცულია სახანძრო უსაფრთხოება და უზრუნველყოფილია ვიდეოკონტროლი. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით.

„მინდა, მივულოცო თბილისის ყველა აღსაზრდელს სააღმზრდელო პროცესის განახლება და ვუსურვო ჯანმრთელობა. ასევე, მინდა ვთხოვო თითოეულ მშობელს, რომ ითანამშრომლონ ბაღების ადმინისტრაციასთან და ზედმიწევნით დაიცვან დადგენილი რეგულაციები და ბაღის მიერ შედგენილი გრაფიკი, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

აღსაზრდელები N101 საბავშვო ბაღში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის განსაზღვრული რეგულაციების სრული დაცვით მიიღეს. შენობაში აკრძალულია მშობლების შესვლა, განსაზღვრულია ინდივიდუალური შესასვლელები სხვადასხვა ჯგუფისთვის, განთავსებულია დისტანციის მანიშნებლები, ხორციელდება თერმოსკრინინგი და ა.შ.

პირველი მარტიდან დედაქალაქის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics