|
2021-02-27 16:27:11, 564 ნახვა
საზოგადოება
მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი მანიფესტი წარადგინეს
მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით, ერთობლივი მანიფესტი წარადგინეს. მანიფესტში საუბარია ბოლო დროს კრიტიკულად განწყობილ მედია საშუალებების წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ თავდასხმაზე. ხელმომწერნი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება და შეწყვიტონ მედიის წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. „2020-21 წლებში საქართველოში მედია გარემო ძალიან დამძიმდა გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები. საქართველო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით აგრესიისა ნდა ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანი პოლიტიზირებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს. ჩვენ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის წევრებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს: უზრუნველყონ ჟურნალისტების თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება; შეწყვიტონ მედიის წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები; შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი; შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით“, - ნათქვამია მანიფესტში.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)