19:14 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 14:01:10, 485 ნახვა

პოლიტიკა
თელავის მუნიციპალიტეტმა 291.3 ათასი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტში საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად დახარჯა

თელავის მუნიციპალიტეტმა 291.3 ათასი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტში საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად დახარჯა, - ამის შესახებ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 33.9%1 და 27.6%2 დააკლდა.

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დაბალფასიანი სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტი არასამართლიანად იქნა დისკვალიფიცირებული. შედეგად, შესყიდვის ღირებულება 37.8 ათასი ლარით გაიზარდა, რაც არაეკონომიურად განკარგული საბიუჯეტო რესურსია.

მუნიციპალიტეტმა 291.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობაში არაეფექტიანად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები და ვერ მიაღწია პროექტის განხორციელებით დასახულ მიზანს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics