|
2021-02-27 13:51:57, 625 ნახვა
საზოგადოება
ხვალ საქართველოში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღისით 2-3 გრადუსით დაიკლებს, ღამის საათებში ყინვა შესუსტდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ანალოგიური ამინდი მოსალოდნელია 1 მარტსაც. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 27-28 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 1 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 27 თებერვალს ღამის სათებში -2, -5 გრადუსი შენარჩუნდება, ხოლო დღისით 27-28 თებერვალს +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. 28 თებერვალს და 1 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)