19:14 - 24 Jul, 2026
|
2021-02-26 16:36:10, 474 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, 7 კარავია გაშლილი
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებმა კარვები გაშალეს. ამ დროისთვის, ადგილზე 7 კარავია განთავსებული. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შესაძლოა კარვების რაოდენობა გაიზარდოს. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა დღეს აქცია გამართეს, რომელიც ფილარმონიიდან, მსვლელობის სახით დაიწყო. ოპოზიციურმა პარტიებმა დღევანდელ აქციაზე მათი სამოქმედო გეგმა გააჟღერეს და უწყვეტი პროტესტი, სახელმწიფო უწყებების პიკეტირებით, დაანონსეს. ამასთანავე, ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათი მოთხოვნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, უცვლელია.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)