22:24 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 12:04:49, 557 ნახვა

საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საავტომობილი გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი წერეთელი, 2018 წლის აპრილიდან საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.  გიორგი წერეთელს, როგორც საჯარო ასევე, კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

დეპარტამენტის ხელმძღვანელობაში კიდევ ერთი ცვლილებაა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, 01 მარტიდან სალომე წურწუმია ინიშნება. სალომე წურწუმია ამ დრომდე, დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics