|
2021-02-23 11:57:22, 426 ნახვა
პოლიტიკა
საბედნიეროდ, სიკვდილით დასჯა არ გვაქვს - ამირან სალუქვაძე ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება
გომელაური საპოლიციო ოპერაციას უკვე მერამდენედ ისე ატარებს, ვერ შეედავები, პოლიციელები თმენის მაღალ სტანდარტს აჩვენებენ, - ასე ეხმაურება ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას დაკავებას და საპოლიციო ოპერაციას აფასებს. მისი თქმით, სახელმწიფო არ უნდა გამოიწვიო, ეს აქსიომაა, ნებისმიერი სასამართლოს, ნებისმიერი განაჩენი უნდა აღსრულდეს. „საბედნიეროდ სიკვდილით დასჯა არ გვაქვს. სხვა ნებისმიერი განაჩენი საჩივრდება ქვეყანაში, მის გარეთ… თუ სახელმწიფო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ვერ ახერხებს, ის სახელმწიფო არაა. იხილეთ სახელმწიფოს განმარტება (ინტერნეტში). ის რომ სამაჯურს აგდებ, შემდეგ გაზრდილ გირაოს არ იხდი, ს/ს დევნის ქვეშ მყოფ პირს პარტიის თავმჯდომარედ ირჩევ, შემდეგ ოფისში საკომენდატო საათის და ეპიდმოთხოვნების დარღვევით ოფისში ათობით ადამიანი იკრიბება/მაგრდება, მუქარები, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდები, გამოწვევა და პროვოცირებაა, ეჭვი ვის ეპარება? რაც შეეხება საპოლიციო ოპერაციას, უკვე მერამდენედ გომელაური ისე ატარებს, ვერ შეედავები. პოლიციელები კი თმენის მაღალ სტანდარტს აჩვენებენ. სულაც არ მანიჭებს სიამოვნებას ვინმეს დაკავება, მით უმეტეს ციხეში წასვლა. ათასჯერ მაქვს დაწერილი, პოლიტიკური პროცესების ადგილი პარლამენტშია და არა ქუჩაში. სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი თუ ამერიკაშია მიუღებელი, იგივეა აქაც. დაამშვიდეთ ხალხი. ნუ იწვევთ ხელოვნურ დაპირისპირებებს. გამოდით 90-ანებიდან. ნებისმიერი გადაწყვეტილება ან ქმედება, შეიძლება ძვირად დაუჯდეს პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ გაცილებით ძვირი უჯდება სახელმწიფოს ის რეალობა, თუ ის თავის ფუნქციებს, მათ შორის სადამსჯელოს, ვერ ასეულებს“, - წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)