|
2021-02-19 16:08:07, 401 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უფასო ონლაინ ტრენინგები ჩაატარა
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა უფასო იურიდიული ტრენინგების მორიგი ციკლი ჩაატარა. ტრენინგები ონლაინ რეჟიმში, 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით გამართულ ტრენინგებს ჯამში 111 პირი დაესწრო. ამჯერად ტრენინგები შემდეგ თემებს მიეძღვნა: • ფოტოგრაფია და საავტორო სამართალი • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლები • საპოლიციო სამართალი • დასაქმებულის უფლებები შრომით ურთიერთობებში • გამოხატვის თავისუფლება ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრმა 11 თებერვალს გამოაცხადა. პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 14 წლის ასაკიდან. თითოეულ ტრენინგზე დასწრება შეეძლო პირველ 25 დარეგისტრირებულ პირს. იურიდიულ ტრენინგებს უძღვებოდნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის სამართლის კლინიკის მონაწილე ტრენერები, თსუ-ს იურიდული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები. იუსტიციის სასწავლო ცენტრი უფასო ტრენინგებს ხშირად ატარებს და სამომავლოდ კვლავ განაგრძობს საზოგადოებისთვის უფასო ტრენინგების შეთავაზებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)