|
2021-02-18 17:56:08, 495 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - ვისაც არ გჯერათ, რომ ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში, კიდევ დიდხანს იტრიალებს მისი აჩრდილი თქვენს თავზე
ვისაც არ გჯერათ, რომ ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში, კიდევ დიდხანს იტრიალებს მისი აჩრდილი თქვენს თავზე, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა. სოზარ სუბარმა ოპოზიციას მოუწოდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და დაემორჩილოს კანონს. „ვისაც არ გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ერევა პოლიტიკაში, კიდევ დიდხანს იტრიალებს მისი აჩრდილი თქვენს თავზე და რადგან გეშინიათ ამ აჩრდილების, გეშინოდეთ, თუმცა ოპოზიციას მინდა მოვუწოდო და დავამშვიდო, მათი ეიფორია აღმოჩნდა ხანმოკლე, მათთან მექნება სამი მოწოდება, პირველი, რომ დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, შემოვიდნენ პარლამენტში, მეორე - დაემორჩილონ კანონს და მასზე მაღლა ვერ დადგება ვერანაირი რევოლუცია, შეეგუონ ხმების იმ რაოდენობას, რასაც ჯერ კიდევ აძლევს ამომრჩეველი, თორემ აღარ მისცემენ ხმას და მესამე მოწოდება მექნება მათი ლიდერის მიმართ, ქვეყნის გარეთ რომელიც არის, გარდაუვალია საბოლოოდ, რომ სამართალი აღსრულდება და რაც დროზე ჩამოვა და მოიხდის თავის სასჯელს მით უკეთესი იქნება მისთვის, იმიტომ რომ არ არის სასიამოვნო ასაკში ადამიანი იჯდეს ციხეში“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)