|
2021-02-18 17:35:26, 636 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - აქეთ ღარიბაშვილი ოპოზიციას ხეებზე ჰკიდებს, იქით სააკაშვილს ხელები ეფხანება
„აქეთ ღარიბაშვილი ხეებზე ჰკიდებს ოპოზიციას , იქით სააკაშვილს ხელები ეფხანება“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერის კანდიდატად ოპოზიციის მოძულე ადამიანი დაასახელეს. „ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას“ უნდა შეერჩია ისეთი ადამიანი, ვინც ნაბიჯებს გადადგამდა სიტუაციის დეესკალაციისკენ. ეს მანიშნებელია იმის რომ „ქართულ ოცნებას“ სიტუაციიდან ვერანაირი დასკვნა ვერ გამოაქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ისევ კუნთების თამაშს განაგრძობს. იმის ნაცვლად, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს და რაიმეზე შევთანხმდეთ, ნიშნავენ ადამიანს, რომელიც არის ყველაზე მოძულე ოპოზიციის. ორივე მხარე ცდილობს ცეცხლზე ნავთი დაასხას და კუნთები ათამაშოს. ახლა ღარიბაშვილის პირველი განცხადება ხო წარმოგიდგენიათ - ისინი უნდა დაამთავრონ, ესენი ხეზე უნდა ჩამოკიდონ, იქიდან სააკაშვილი ლამის გამოძვრეს ტელევიზორში და ხელები ეფხანება, რევანშის გეგმები აქვს. ქვეყანას მივაქანებთ კატასტროფისკენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)