12:26 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 13:00:33, 645 ნახვა

პოლიტიკა
სირცხვილია: შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ „როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია“

შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ „როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია“, - ასე ეხმაურება სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებას.

„გულისამაჩუყებელი" ტექსტების მიუხედავად, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი და პოლარიზაციის აღმოფხვრაა შენი მიზანი, არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნით რომ დაიწყე, მერე 20 ივნისს უდანაშაულო ხალხი რომ დაარბიე და ამ ფონზე ბიძინას გადმოგდებულ პრემიერმინისტრობას რომ დახამდი. და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ "როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია". სხვებს კი, ვისაც ამ ქვეყანაში ყველაფრის იმედი დაკარგული გაქვთ, გეტყვით, რომ ბრძოლას მართლაც აქვს აზრი. დიდი ამბები კი, შეიძლება 2 წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ხდება", - აღნიშნულია „სირცხვილიას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტმრა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში და ოკუპირებულ სინფიროპოლში Wildberry-ის საწყობები დაბომბა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics