12:26 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-18 11:49:42, 518 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - პარტნიორებისთვის ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური დიქტატურის დამყარების გზას დაადგა

„პარტნიორებისთვის სრულიად ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნაში პოლიტიკური დიქტატურის დამყარების გზას დაადგა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიდის ლიტვის ელჩი იმისთვის, რომ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატოს იმ პოლიტიკური კრიზისის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.

„ლიტვის ელჩი მოდის იმისთვის, რომ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატოს იმ პოლიტიკური კრიზისის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.

მე ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის სრულიად ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნაში პოლიტიკური დიქტატურის დამყარების გზას დაადგა. ამის შესაძლებლობას მათ არ მისცემს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნები. სწორედ ამას ნიშნავს ლიტვის ელჩის მოსვლა. ამ პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს მხოლოდ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა გიორგი რურუას გათავისუფლება და ამის შემდეგ არის საშუალება, რომ განახლდეს მოლაპარაკება და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში და ოკუპირებულ სინფიროპოლში Wildberry-ის საწყობები დაბომბა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics