|
2021-02-18 11:34:22, 498 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - კონსტიტუციით, პრემიერის გადადგომა რიგგარეშე არჩევნებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია
კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერის გადადგომა რიგგარეშე არჩევნებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების სივრცე გაჩნდა. „ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს დილით გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნიკა მელიას დაპატიმრების უკანონო ბრძანება გადავადებულია. თავისუფალი ხალხის მშვიდობიანმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, რადგან ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი თავისუფალი ადამიანია, რომელიც არ შეეგუებოდა და არ შეეგუა გავრილოვის ხარკის გადახდას. ამასთანავე, ჩვენი პრინციპული პოზიცია გაყალბებული არჩევნების პირველივე დღიდან იყო მშვიდობიანი მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად“, - განაცხადა უგულავამ. მისი თქმით, დღევანდელი დღე იძლევა სივრცეს მოლაპარაკებებისთვის. „მიუხედავად იმისა, რომ მძიმე კოლაფსია ხელისუფლება, მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და მოლაპარაკება პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთ მთავარ საკითხზე, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას იმისათვის, რომ ქვეყანა არ გადაყვეს შლეგი კობახიძის, აბსოლუტურად უპასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარის და გაუგებარი მდინარაძის კარიერულ ამბიციებს. დღეს არსებობს სივრცე მოლაპარაკებისთვის. ეს სივრცე შექმნა ამ ადამიანებმა, რომლებიც დღე და ღამით საკუთარი ქვეყნის ჰიმნს მღეროდნენ. გამარჯვება ახლოსაა. არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას თუნდაც რიტორიკის დონეზე ილაპარაკოს არეულობაზე, რადგან ჩვენი ამოცანაა ამ ხელისუფლების გასტუმრება არჩევნების გზით. რიგგარეშე არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. კონსტიტუციის მიხედვითაც, როდესაც პრემიერი გადადგება, ეს არის ერთი ნაბიჯი რიგგარეშე არჩევნებისკენ. ამიტომ, გონს მოეგოს ხელისუფლება იმისათვის, რომ ჩვენს უკან არის ხალხი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში და ოკუპირებულ სინფიროპოლში Wildberry-ის საწყობები დაბომბა
მშობელი: დიუშენის წამლების შემოტანის ვადა უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება
სანქტ-პეტერბურგში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე უკრაინის იერიშს ძლიერი ხანძარი მოჰყვა
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)