|
2021-02-17 14:35:57, 447 ნახვა
საზოგადოება
გზის გაწმენდის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით სრული დატვირთვით მიმდინარეობს
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ წუხანდლიდან მოყოლებული მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სრულადაა მობილიზებული ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. ჯერ კიდევ ღამით დაიწყო თბილისს შემოერთებული ტერიტორიებზე გზების გაწმენდა, მათ შორის გაიწმინდა კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, სამადლო, ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი, ბაგების დასახლება და დიდგორი, დიდი დიღომი. 300 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა და იყრება დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე, ასევე, მაღლობზე განსახლებულ უბნებში. მათ შორის, ნუცუბიძის პლატოზე, ელიას მთაზე, ნაძალადევში, ნახალოვკის დასახლებაში, მთაწმინდაზე. გაწმენდილია ვაზისუბანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი, დიღომი და დიდუბე. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ხეების წაქცევის ფაქტები თბილისის სხვადასხვა რაიონში და შედეგების აღმოფხვრისთვის სრული დატვირთვით მუშაობს „ეკოსერვის ჯგუფი“. ასევე, მობილიზებულია თბილისის ყველა გამგეობა და ხორციელდება შიდა საუბნო გზების გაწმენდა. ზოგიერთ რაიონში და ქუჩაზე შეიქმნა საცობები. შექმნილ უამინდობას ემატება ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი კერძო ავტომობილი გადაადგილდება ზამთრის საბურავების გარეშე, რაც დამატებით პრობლემას ქმნის. მოვუწოდებთ მძღოლებს, ასეთ შემთხვევაში თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან ან აღჭურვონ ავტომანქანა ზამთრის საბურავებით. ჩვენ, თბილისის მუნიციპალიტეტი მზად ვართ ნებისმიერ თქვენ ზარს ვუპასუხოთ და მოვახდინოთ დროული რეაგირება საჭიროების შემთხვევაში. დაგვიკავშირდით, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე მერიის ცხელ ხაზებზე.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)