|
2021-02-16 10:57:22, 560 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - მოვუწოდებ საბოტაჟის რეჟიმში მყოფ ოპოზიციონერებს მობრძანდნენ კომიტეტზე და დასვან კითხვები
მოვუწოდებ საბოტაჟის რეჟიმში მყოფ ოპოზიციონერებს მობრძანდნენ კომიტეტზე და დასვან კითხვები, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე გააკეთა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავს. მისი თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყეონ ის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც აქვთ მინიჭებული. „მე ვხედავ დარბაზში ოპოზიციონერ კოლეგებს, კომიტეტზე წარმოდგენილი არიან „მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები“. მოვუწოდებ სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც სამწუხაროდ არიან საბოტაჟის რეჟიმში, მობრძანდნენ კომიტეტზე და დასვან შეკითხვები, თუკი რაიმე შეკითხვები აქვთ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან. სწორედ პოლიტიკოსებმა ამ შემთხვევაში კომიტეტის წევრებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ის ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც ჩვენ გვაქვს მონიჭებული, უნდა გამოვიყენოთ სრულად. ამიტომ ვიმედოვნებ, თუკი მათ აქვთ სურვილი, ყველა საკითხი რაც მათ აინტერესებთ, პასუხი მიიღონ, უნდა მოვიდნენ პარლამენტში, იქნება ეს თავად ნიკანორ მელია, თუ იქნებიან ეს სხვა პარლამენტის წევრები, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან და არ შემოდიან. მათ სრული უფლება აქვთ დაესწრონ კომიტეტის სხდომებს და დასვან შეკითხვა. ამიტომ ეს კარი მათთვის ღია. ჩვენ ველოდებით თუკი მათ აქვთ რეალური ინტერესი საკითხის გარკვევის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)