|
2021-02-16 10:43:08, 456 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, გიორგი სურმანიძეს შეხვდა. მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილიც. აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, კოორდინირებულად წარიმართება. „გასული წელი იყო რთული, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით, ბევრი პრობლემის გადაჭრა და გამოწვევის დაძლევა შევძელით. 2021 წელი მეტად წარმატებული იქნება. სახელმწიფოს მხრიდან ციტრუსის, თხილის და სხვა აგრარული დარგების განვითარების მხარდაჭერა გაზრდილია. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, უმნიშვნელოვანესია ფერმერების მეტი აქტიურობა მოსავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად“, - განცხადა გიორგი ხანიშვილმა. გიორგი სურმანიძემ აჭარაში აგრარული სექტორის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, გასულ წელს, აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც რეგიონის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე და, შედეგად, ფერმერების შემოსავალზე აისახა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)