|
2021-02-13 12:21:38, 705 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი ილია ჭიღლაძე - ჩემი დასჯის მოთხოვნით წარსდგა მეუფე, რომელიც პატრიარქისა და მღვდელმთავრების საუბრებს ფარულად იწერს
„ჩემი დასჯის მოთხოვნით წარსდგა მეუფე გერასიმე, რომელიც პატრიარქის და მღვდელმთავრების საუბრებს ფარულად იწერს“, - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ჩანაწერში მიტროპოლიტები ანდრია გვაზავა და საბა გიგიბერია არწმუნებენ პატრიარქს, რომ მსოფლიო პატრიარქი მასონების და ამერიკილების დავალებით აწყობს კრეტის საეკლესიო კრებას მართლმადიდებლობის დასამხობად და არ უნდა წავიდნენ. „რომელი მეუფე გერასიმე წარდგა ჩემი დასჯის მოთხოვნით, ის ვინც პატრიარქის და მღვდელმთავრების საუბრებს ფარულად იწერს და მერე სტიქაროსანმა მოპარა ეს ჩანაწერი (სადაც მიტროპოლიტები ანდრია გვაზავა და საბა გიგიბერია და თავად არწმუნებენ პატრიარქს, რომ მსოფლიო პატრიარქი მასონების და ამერიკილების დავალებით აწყობს კრეტის საეკლესიო კრებას მართლმადიდებლობის დასამხობად და არ უნდა წავიდეთო), აშანტაჟებდა გერასიმეს და ბოლოს რუსთავი ორს მიაწოდა ამ სამიოდე წლის უკან (გავიდა რ2-ის მაშინდელ ეთერში ეს ფარული ჩანაწერი), და რის გამოც სტიქაროსანი მიტროპ. გერასიმემ "გაასროკინა" პოლიციას?!“, - წერს დეკანოზი.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)